Friday, May 31, 2013

გაკვეთილის მთავარი  თემა
მე-2 მსოფლიო ომი
სწავლების საფეხური
მე -8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 ბავშვი. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზნები/შედეგები
გაეცნონ მოსწავლეებმა მე-2 მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ი მოვლენები,შეიტყონ ამ ომის აქამდე არნახული მასშტაბების, შეიარაღების ახალი სახეობების, ადამიანური დანაკარგის და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგებისშესახებ, მოსწავლეები განივითარებენ სწავლას, თანამშრომლობის,კვლევის, პრობლემების გააზრების და კავშირებით დადგენით უნაღებს. ასევე ჩამოუყალიბდებათ ისეთი მაღალზნეობრივი ღირებულებები:როგორიცაა: ტოლერანტობა, თანაგრძნობა და მზრუნველობა.
მიმართულება:  სახელმწიფო  მმართველობა და პოლიტიკა.
1)      მოსწავლე შეისწავლის კონფლიკტების მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს.
2)      ახასიათებს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის საჭირო პირობებს.
წინასწარი ცოდნა
მათ იციან ომის მსხვერპლთა კატეგორიები, ასევე იციან სამხედრო ტყვეების, მათი უფლებების განმსაზღვრელი ნორმები, დაცვის მექანიზმები, მსჯელობენ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ კონფლიქტებზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასებისას დაკვირვების ობიექტი იქნება პრეზენტაცია, მსჯელობა.მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები
სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა I
წინა მასალის გამოკითხვა 5წთ
პრეზენტაცია- ერთ მოსწავლეს დავალებული ჰქონდა გაეკეთებინა თემაზე (II მსოფლიო  ომი)- ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით.5 წთ
მეორემოსწავლეს დავალებული ჰქონდა მცირე მოხსენება თემაზე, II მსოფლიო ომი და ჩემი სოფელი“.5წთ
აქტივობაII
კითხვა-პასუხი მოხსენებასთან დაკავშირებით
აქტივობა III
მასწავლებელი დაფაზე წერს სამ კითხვას:
1)      შუა საუკუნეების რომელ მაშტაბურობას გაგონებთ მე-2  მსოფლიო ომი?
2)      როგორ ფიქრობთ რამდენად მასშტაბური იყო მე-2 მსოფლიო ომი?
3)      რა სავალოლო შედეგები შეიძლებოდა მოეტანა მე-2 მსოფლიო ომს?
ორგანიზება:    მუშაობა მთელ კლასთან.5წთ.
აქტივობა IV
             თემის შეჯამება(3წთ)
შეფასება 2წთ